უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ირაკლი თორთლაძე </span>

ირაკლი თორთლაძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:

ირაკლი თორთლაძემ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2015 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2015 წლიდან დღემდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში რეზიდენტურაში სწავლობს.

2010 წლიდან აკად. .ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიური განყოფილების უმცროსი ექიმია, 2013 წლიდან - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლებისა და ექიმის მოღვაწეობის სამართლებრივი ასპექტების სალექციო კურსებს უძღვება.  

ირაკლი თორთლაძეს არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაში, მათ შორის: ქალაქ ვენაში სხვადასხვა წელს გამართულ ევროპის რადიოლოგთა კონგრესში, გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკასა და სხვ. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

კონტაქტი: tortladze.irakli@eu.edu.ge; iraklitortladze@yahoo.com

გააზიარე გვერდი: