უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნინო ფეტვიაშვილი</span>

ნინო ფეტვიაშვილი

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:

ნინო ფეტვიაშვილს 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 

1991-1993 წლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში თარგმანის თეორიისა და ისტორიის სალექციო კურსს უძღვებოდა, 1993-1995 წლებში კი კერძო ინსტიტუტ ფალავნში რუსული ენის სალექციო კურსს უძღვებოდა. სხვადასხვა დროს რუსული ენის პედაგოგად კერძო სკოლებსა და ინსტიტუტებში მუშაობდა. 2017 წლიდან ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადების საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს. ამასთან, არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმცირესობათა ენების ექსპერტ-კონსულტანტი,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული დაწესებულებების ავტორიზაციისა  და აკრედიტაციის ექსპერტი. გარდა ამისა, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6 მოდულური პროგრამის თანაავტორია და DACUM მეთოდოლოგიით - 7 პროფესიული სტანდარტის ექსპერტ-ფასილიტატორი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი). ნინო ფეტვიაშვილი არის არაერთი მეთოდიკური სტატიის ავტორი  ელექტრონულ გაზეთში: maswavlebeli.ge, თანაავტორია სახელმძღვანელო "ევროპა ჩემს გაკვეთილზე".

კონტაქტი: petviashvili.nino@eu.edu.ge; ninopetviashvili@yahoo.com

გააზიარე გვერდი: