უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნათია ხორგუაშვილი</span>

ნათია ხორგუაშვილი

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ნათია ხორგუაშვილმა 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი2004 წელს კი დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხაზინის ფორმირებისა და ფუნქციონირების პრობლემები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში და მათი დაძლევის პრიორიტეტები“, მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სხვდასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციასა და შიდა ქართლის რეგიონულ ხაზინაში, 2005 წელს ამ უკანსაკნელის უფროსის მოადგილე იყო, 2013 წლიდან დღმდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორების სამმართაველოს უფროსია. 2013 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე საჯარო ფინანსების სალექციო კურსს უძღვება.

მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში, მათ შორის: IMF’S Institute For Capacity Development Washington (District Of California), Supporting Public Finance Police and Management Reforms in Georgia და სხვ. 2016 წელს იყო აზერბაიჯანში გამართული სამეცნიერო კონფერენციის - IEEE International Conference on Application of Information and Communication Technologies მონაწილე, 2017 წელს კი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართული სამეცნიერო კონფერენცია -  Risk MAnagement in Treasury Operations მონაწილე და ა.შ. არის ერთი მონოგრაფიის რედაქტორი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

კონტაქტი: khorguashvili.natia@eu.edu.ge; n.khorguashvili@mof.ge

გააზიარე გვერდი: