უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თამარ ებანოიძე</span>

თამარ ებანოიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

თამარ ებანოიძემ 1987 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,1994 წელს კი ექიმთა დახელოვნების აკადემიის დასრულების შემდეგ, კვალიფიკაცია დერმატო-ვენეროლოგიაში მიენიჭა. 2002 წელს ამავე მიმართულებით დაამთავრა ვიქტორ სეგალენის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2001-2002 წლებში სტაჟირება გაიარა სენტ-ანდრეს სახელობის სავადმყოფოში (ბორდო, საფრანგეთი). 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ატოპიური დერმატიტის კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებები ციკლოსპორინით იმუნომაკორეგირებელი თერაპიის ფონზე", მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი.

თამარ ებანოიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა ინსტიტუტში, თბილისის დერმატო-ვენეროლოგიურ კლინიკურ დისპანსერსა და სხვ.  ამჟამად კანისა და ვენერიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში ექიმი დერმატო-ვენეროლოგის პოზიციას იკავებს. თანამკვლევარი გახდლათ საფრანგეთის პიერ ფაბერის დერმოკოსმეტოლოგიური ლაბოროტორიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვლევის დერმატოლოგიაში. არის ერთი საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი, ექიმთა დახელოვნების ორი პროგრამის შემსრულებელი და სხვ.

2005 წლიდან არის საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი, 2011 წლიდან - ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის წევრი, 2013 წლიდან - საქართველოს ფსიქოდერმატოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი და სხვ. არის საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის საფრანგეთის კლერმონ-ფერანის ექიმ-ინტერნთა კონფერენციაში, პარიზში გამართულ დერმატო-ვენეროლოგთა (EADV) კონგრესში, თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო პროფესიული საზოგადეობის კონფერენციაში და ა.შ.

კონტაქტი : ebanoidze.tamar@eu.edu.ge

თამარ ებანოიძე პედაგოგიურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. ამჟამად სალექციო კურსებს უძღვება ევროპის უნივერსიტეტში, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. არის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ჟურნალებში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, ამასთან - დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლობედიის რედკოლეგიის წევრი (დერმატო-ვენეროლოგიის ნაწილის ავტორი).

კონტაქტი : tamara_e@hotmail.com

გააზიარე გვერდი: