უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ზვიად ტყაბლაძე</span>

ზვიად ტყაბლაძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ზვიად ტყაბლაძემ 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტიპარალელურად სწავლობდა ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, კაიროს უნივერსიტეტში. 2002, 2003, 2005 წლებში გავლილი აქვს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო კურსები კაიროში.

არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა დიპლომატიისა და თავდაცვის სფეროში, საქალაქო სამსახურებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ამჟამად პედაგოგიურ  საქმიანობას რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა. არის პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების სპეციალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, ექსპერტი საერთაშორისო ტერორიზმის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარგში.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დარგში გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის შესახებ რამდენიმე სამეცნიერო წიგნის გამოცემაში. დაჯილდოებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საპატიო სიგელებით და აშშ-ს შეიარაღებული ძალების სერტიფიკატით, ერაყის განთავისუფელების ოპერაციაში მონაწილეობასა და მრავალეროვნული კოალიციური ძალების დახმარების საქმეში.

გააზიარე გვერდი: