უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ავთანდილ კიკნაძე</span>

ავთანდილ კიკნაძე

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

ავთანდილ კიკნაძემ 1982 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომისტის სპეციალობით, 1995 წელს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურის სპეციალობით. 1996 წელს კი დაამთავრა მადრიდის სამეფო დიპლომატიური სკოლა.

1995-2002 წლებში რუსეთის ფედერაციაში არსებულ საქართველოს საელჩოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო საელჩოს საქმეთა მმართველის მოადგილე, პირველი მდივანი და მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. 2002-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს სამმართველოში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. პედაგოგიურ საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში სალექციო კურსებს შემდეგი მიმართულებთ უძღვება: შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში და საზღვარგარეთის ქვეყნების თანამედროვე დიპლომატია.

ავთანდილ კიკნაძეს გამოქვეყნებული აქვს 29 სამცნიერო ნაშრომი და სტატია დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურისა და საგარეო პოლიტიკის, ევროპის უსაფრთხოებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: მსოფლიო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია, მოლაპარაკებების თეორია, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. 

ავთანდილ კიკნაძე არის შპს თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი.

 

 

გააზიარე გვერდი: