უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ოლია რჩეულიშვილი</span>

ოლია რჩეულიშვილი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
ბიოფიზიკის დოქტორი

ოლია რჩეულიშვილს 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი ბიოსამედიცინო ტოქსიკოლოგიის დარგში მიენიჭა, 2014 წელს კი ილიას სახელწმიფო უნივერსოტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. 

2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია, 2013 წლიდან კი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი. საგნმანათლებლო საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ბიოფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საგრანტო პროექტში, მათ შორის გახლდათ ხელმძღვანელი/მენეჯერი პროექტისა - "მეტალური იონების გავლენა Arthrobacter-ის ტიპის ბაქტერიების მიერ Cr(VI)-ის აღდგენის პროცესზე", იყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი" ხელმძღვანელი და სხვ. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. 

ოლია რჩეულიშვილი 2009 წელს ივანე ბერიტაშვილის სტიპენდიანტი გახდა, ამავე წელს მოიპოვა პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2008 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ტრენინგში თემაზე - "The High courses for CIS (Commonwealth of Independent States) - countries young scientists and PhD students with contemporary methods for investigation of nanoparticles and nanosystems".

კონტაქტი: rcheulishvili.olia@eu.edu.ge; olikoshtoshi@gmail.com

 

გააზიარე გვერდი: