უნივერსტეტი

პერსონალი

<span>დავით მალიძე</span>

დავით მალიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

დავით მალიძემ 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამკურნალო განხრით, 2007 წელს კი მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

დავით მალიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საავადმყოფოსა და უკრაინის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში1992-1997 წლებში კი ავსტრიის კომპანია მარკო პოლოს სამედიცინო მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 2011 წლიდან არის DKC-ს სამკურნალო კომბინატის კარდიოლოგი, 2012 წლიდან - ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოვასკულური დეპარტამენტის ინტენსიური კარდიოლოოგის ექიმი, ამავე წლიდან - სამკურნალო ცენტრ ქირონის ინტერვენციული კარდიოლოგიის ექიმი. 2014 წლიდან იკავებს ონკოლოგიური დისპანსერის კარდიოლოგის თანამდებობას, 2010 წლიდან კი არის საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმების კოლეჯის (GCEP) ACLS ინსტრუქტორი. ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ეწევა. 

2014 წლიდან დავით მალიძე არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების (GCS) წევრი, 2004 წლიდან - ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი (ESC), 2007 წლიდან - ევროპის პერკუტანეული კარდიოვასკულარული ინტერვენციული ასოციაციის (EAPCI) წევრი, 2009 წლიდან კი - საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმების კოლეჯის (GCEP) წევრი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრენინგები, მათ შორის: The European Board For accreditation in cardiology – “ Core Curriculum Course on cardiac Arrhythmias “, სტაჟირება ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილებაში და სხვ. 

კონტაქტი: malidze.david@eu.edu.ge; datomalidze@hotmail.com

 

 

გააზიარე გვერდი: