უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ანჟელა ბოკუჩავა</span>

ანჟელა ბოკუჩავა

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ისტორიის აკადემიური დოქტორი

ანჟელა ბოკუჩავამ 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი. 2006 წელს კი მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „რუსეთის იმპერია და დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნის I ნახევარში“. 2007 წელს მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2016 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2016 წლებში მუშაობდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. 2001-2004 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის ადამიანის უფლებათა დაცვის სექტორის კოორდინატორად. პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლიდან ეწევა. 2016 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 2017 წლიდან არის ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (EUROCLIO -European Association of History Educators) წევრი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ და უცხოურ გამოცემაში.

კონტაქტი : bokuchava.anjela@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: