უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ზაზა ავალიანი</span>

ზაზა ავალიანი

მოწვეული პერსონალი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

ზაზა ავალიანმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს წარმატებით დაასრულა, 1979-1982 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე თავისუფალი მსმენელი იყო. 2003 წელს მას მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2001 წლიდან იყო ფიფიას სახ. სამედიციო ინსტიტუტის პროფესორი, 2007-2010 წლებში კი - აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2014-2016 წლებში ლექციებს თბილისის სამედიცინო აკადემიაში კითხულობდა. ამჟამად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრსა და ალადანშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2003-2006 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, 2007-2009 წლებში კი იყო ავერსის კლინიკის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის უფროსი. 2005-2013 იყო ბიოთეკის ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის, სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, 2006 წელს კი - საერთაშორისო განათლების საბჭოს ექსპერტი. 2006-2008 საერთაშორისო სამედიცინო საკონსულტაციო ჯგუფ - კურაციოს წევრი. 2009-2010 წლებში იკავებდა თბილისის პროფესიული განათლების ცენტრ სპექტრის დირექტორის თანამდებობას. 2011 კლინიკათა ქსელ - ჯეოჰოსპიტალსის პათოლოგანატომი გახლდათ. 2012-2014 წლებში იკავდებდა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული ნაწილის ხელმძღვანელისა და ამავე საავადმყოფოს პათოლოგანატომის თანამდებობას. 2011-2014 წლებში აბელოფის ლაბორატორია - კიბოს კვლევის ცენტრის მთავარი ექიმი იყო. 2014 წლიდან დღემდე არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ზაზა ავალიანი ავტორია 87 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებშიც. არის არაერთი პროფესიული ასოციაციის წევრი, მათ შორისაა: AMEE (Association For Medical Education In Europe, საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია XXI (პრეზიდენტი), ათეროსკლეროზის ასოციაციასაქართველოს სამედიცინო განათლების პროფესიონალთა ასოციაცია (პრეზიდენტი), საქართველოს კლინიკურ პათოლოგთა ასოციაცია და სხვ.

კონტაქტი:  avaliani.zaza@eu.edu.geavalianizaza@yahoo.com 

 

 

გააზიარე გვერდი: