უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ფიქრია თორია</span>

ფიქრია თორია

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
ფილოლოგიის დოქტორი

ფიქრია თორიამ წარმატებით დაამთავრა პიატიგორსკის ლინგვისტური უნივერსიტეტი ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაციის - „ხედვის სემანტიკული ველი" დაცვის შემდეგ კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა მიანიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2005 წელს მოიპოვა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.

ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სალექციო კურსს უძღვება. გავლილი აქვს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. არის ლონდონის Golders Green College-ის წარმომადგენელი საქართველოში, თანამშრომლობს იტალიის ენების სკოლა Nuova Arcadia-სთან.

ფიქრია თორია არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.

გააზიარე გვერდი: