უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნანა ახობაძე </span>

ნანა ახობაძე

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი

ნანა ახობაძემ წარმატებით დაამთავრა დონეცკის უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ინგლისური ენის წერის ინტერაქციული სწავლება კომპიუტერის საშუალებით" და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნირებათა დოქტორის ხარისხი. მასწავლებლად მუშაობდა დონეცკის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე.

ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის უნივერსიტეტში ეწევა, კითხულობს ინგლისური ენის სალქეციო კურსს. გავლილი აქვს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები და კურსები, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. არის ლონდონის აკრედიტებული კოლეჯის - Golders Green College წარმომადგენელი საქართველოში და თანამშრომლობს იტალიის ენების სკოლა NUOVA ARCADIA-სთან.

2005-2006 წელს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო რამდენიმე სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტი. მონაწილეობა აქვს მიღებული ვენისა და რომის საერთაშორისო კონფერენციებში. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი წიგნის ავტორი.

კონტაქტი : nana_akhobadze@esu.edu.ge

გააზიარე გვერდი: