უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გიორგი გურგენიძე</span>

გიორგი გურგენიძე

აფილირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი გურგენიძემ 1985 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტალური ალერგოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელია, ამასთან, არის სამედიცინო კორპორაცია ევექსის ამბულატორიული ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი.

გიორგი გურგენიძე 1988-2003 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე ეწეოდა. ამჟმად ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კლინიკური უნარჩვევების სალექციო კურსს უძღვება. 2003-2012 ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის შინაგან სნეულებათა და პოლიკლინიკური დეპარტამენტების უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2002-2006 საქართველოს მეცნ.აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2006-2012  წლებში კი საქართველოს მეცნ. აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული ალერგოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი იყო. 2012-2015 წლებში მუშაობდა კლინიკა ინტერმედერვისში (განჯა, აზერბაიჯანი) ექსპერტისა და კონსულტანტის პოზიციაზე თერაპიის დარგში. 2012 წლიდან დღემდე სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული ალერგოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელია.

სხვადასხვა წლებში მოპოვებული აქვს გრანტები და ჯილდოები, მათ შორის: ასთმის XIII მსოფლიო სამეცნიერო კონგრესის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი (იაპონია), ახალგაზრდა მეცნიერთა ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის XV საერთაშორისო კონგრესის გრანტი (შვედეთი) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 106 სამეცნიერო ნაშრომი. არის ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის წევრი.

ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის, შინაგანი სნეულებების, კლინიკური ფარმაკოლოგიის, ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის, პულმონოლოგიის დისციპლინებში.

კონტაქტი: gurgenidze.giorgi@eu.edu.ge; gurgenidzegeorge@yahoo.com

გააზიარე გვერდი: