ევროპის უნივერსიტეტმა „ყველაზე ინტერაქციული სტენდის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

2018 წლის 23-24 თებერვალს, განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტმა ნომინაციაში “ყველაზე ინტერაქციული სტენდი” გაიმარჯვა.

 

სტენდზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
  • მედიცინის ფაკულტეტი
  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 

წელს ევროპის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ აქცენტი ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე გაეკეთებინა,ამიტომ სტენდთან მისულ აბიტურიენტებსსამედიცინო სიმულაციების გაკეთებაში უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და თავად ექიმი ჰაუსიც ეხმარებოდნენ.

გააზიარე გვერდი: