გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებული პროგრამირებისა და ვებდეველოპმენტის პროგრამიდან

2019 წლის 21 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ შეარჩია გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებული პროგრამირებისა და ვებდეველოპმენტის პროგრამიდან. კონკურსის გამარჯვებულია ილია სიხაშვილი.

შერჩეული კანდიდატი  ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული გრანტის - 5000 ლარისა და შეღავათიანი პირობების ფარგლებში, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში ისწავლის პოლონეთის დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში.

ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი სტუდენტებისა და პერსონალის მხარდაჭერას გაცვლითი პროგრამების კუთხით.

გააზიარე გვერდი: