2019 წლის 23 თებერვალს, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

2019 წლის 23 თებერვალს, 12:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (ი.ჭავჭავაძის 53 ა) გაიმართება. ღონისძიებაზე ვიწვევთ რამაზ ლომინაძის ყველა მეგობარს, ახლობელს, კოლეგასა თუ სტუდენტს.

 

ფონდის მისია

ფონდის მისიაა აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

ფონდის საქმიანობა
  • საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიის დაწესება;
  • აკადემიური ფორუმების ორგანიზება;
  • სამეცნიერო ლიტერატურის გამოქვეყნება;
  • პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
  • კვლევითი პროექტების განხორციელება.

 

ფონდის პარტნიორები
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • საქართველოს საპატრიარქო წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ.ქართული უნივერსიტეტი
  • ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
გააზიარე გვერდი: