2019 წლის დადგომასთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტმა EU Disco Party გამართა

ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, 2018 წლის 29 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტმა თბილისი ივენთ-ჰოლში წვეულება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. 

ღონისძიებაზე დრეს-კოდი 70-იანი წლების დისკო სტილი იყო, შესაბამად, იყო შემუშავებული წვეულების პროგრამაც. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ევროპის უნივერსიტეტის ბენდი Fiction, სიმღერის გუნდი და DJ Sukho. ღონისძებისათვის სპეციალური ნომერი ევროპის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლა და ბენდ ლაკადამაც მოამზადეს.

გააზიარე გვერდი: