სარეაბილიტაციო ცენტრმა "აისი" ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

2019 წლის 8 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ აისისგან სერტიფიკატები გადაეცათ. თამარ ელიაძემ, თორნიკე ხეთაგურმა, ნინო ჯღარკავამ, მარიამ სხირტლაძემ და ნინო უგრეხელიძემ რეაბილიტაციის ცენტრში სამთვიანი სტაჟირება ევროპის უნივერსიტეტსა და რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ აისს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიარეს. 

ევროპის უნივერსიტეტსა და რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ აისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა.

გააზიარე გვერდი: