7 თებერვალს გაიმართა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2019 წლის 7 თებერვალს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის - იოსებ კელენჯერიძის თავმჯდომარეობით, გაიმართა ფაკულტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ექსპერტები. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა კონკურსის წესით არჩეული ახალი პერსონალის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. საბჭომ იმსჯელა პროგრამების განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე, დასახელდა პროგრამის ხელმძღვანელები და პროგრამის კომიტეტის წევრები.

გააზიარე გვერდი: