ევროპის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში სტუდენტთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

2019 წლის 9 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის თათია დოლიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის ფარგლებში, სამართლის პროგრამის სტუდენტებმა რეალური სისხლის სამართლის საქმგანიხილეს.

პროცესს ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი იოსებ კელენჯერიძე, დეკანის მოადგილე კახაბერ გოშაძე და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ კერძაია.

იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის კურსის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას და მომავალი იურისტების რეალურ პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება.

გააზიარე გვერდი: