Oikos თბილისმა ევროპის უნივერსიტეტში "მწვანე ყუთები" განათავსა

2018 წლის 21 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტსა და Oikos თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ჩართულობას მდგრადი განვითარების საკითხებში, სამეცნიერო კონფერენციების, სასწავლო სემინარების, ვორქშოპების, საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების გზით. 

Oikos Tbilisi არის საერთაშორისო ორგანიზაცია მდგრადი ეკონომიკისა და მენეჯმენტისთვის, რომლის ორგანიზებითაც ხორციელდება პროექტი ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი ხე. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის შენობაში განთავსდა მწვანე ყუთები. მათი განთავსების მიზანია მაკულატურის შეგროვება-გადამუშავების კულტურის დამკვიდრება, გარემოზე ზრუნვა და ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია. პროქტის მხარდამჭერია მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი

 

გააზიარე გვერდი: