"წიგნების თაროს" მეორე სტუდენტური სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

წიგნების თაროს მეორე სტუდენტური სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. წიგნების თაროს მეორე სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა გაიარონ რამდენიმე ეტაპი:

  • საბაკალავრო ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე ფაკულტეტზე მყოფი სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, გადაცემის facebook გვერდზე ან პირველი არხის ვებსაიტზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით;
  • დარეგისტრირებულ გუნდებთან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მოეწყობა ონლაინ-გასაუბრება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება შემდეგ ტურში გადასული გუნდები;
  • მეორე ტურში გადასულ გუნდებს წიგნების თაროს შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და უფრო ვრცელი გასაუბრების საფუძველზე გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

 

გუნდის რეგისტრაციის უფლება აქვთ სტუდენტებს ერთი და იმავე ფაკულტეტიდან!

 

გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს

1. 2018-2019 წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;

2. თავის გუნდელებთან ერთად იყოს ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კონკრეტული ფაკულტეტის სტუდენტი;

3. არ უნდა იყოს წიგნების თაროს წინა სეზონების გამარჯვებული.

 

  • რეგისტრაციის ვადები - 20/12/2018-15/01/2019
  • აპლიკაციის მისამართი: http://registracia.1tv.ge
  • წიგნების თაროს facebook გვერდი: https://www.facebook.com/wignebistaro/
  • საკონტაქტო ინფორმაცია: 574 24 15 14; 555 68 55 60
გააზიარე გვერდი: