ევროპის უნივერსიტეტი და ევროპის აკადემიური ცენტრი სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესს მართავენ

2018 წლის 1-ელ დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი დაიწყო, რომლის პირველი ნაწილი თბილისში, მეორე ნაწილი კი სტრასბურგში გაიმართება. ღონისძიებას, ევროპის აკადემიური ცენტრი, ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობითა და თანადაფინანსებით, პირველად მართავს. იმიტირებული სასამართლო პროცესის მხარდამჭერები ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არიან. ღონისძიების მეორე ნაწილის შემდეგ, მონაწილეები სტრასბურგიდან გერმანიაში, საგანმანათლებლო ტურში, ჩაერთვებიან. პროექტში ევროპის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი უნივერსიტეტის თანადაფინანსებით მონაწილეობს.

გარდა ერთობლივი პროექტის განხორციელებისა, ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის ფაგრლებში, მხარეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, სხვადასხვა პროექტს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

 

გააზიარე გვერდი: