კონკურსი EU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ევროპის უნივერსიტეტის  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პოლონეთის დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში შემდეგ სფეროებში:

• მიკროეკონომიკა

• მაკროეკონომიკა

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ნოემბრის 18.00 საათი.

საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე  international@eu.edu.ge.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

• CV

• პასპორტის ასლი

• შევსებული დანართი #1 (ჩასატარებელი 8 საათი სალექციო თემების ჩამონათვალის ჩათვლით)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დადგინდება გამოგზავნილი დოკუმენტების შესაბამისობა მოთხოვნებთან. მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ მოხდება შესაბამისი პირის შერჩევა ინგლისურ ენაზე ჩატარებული საცდელი ლექციის საფუძველზე (იხ. დანართი #2). საცდელი ლექცია ჩატარდება 2018 წლის 24 ნოემბერს 11.00 საათზე მცირე საკონფერენციო დარბაზში. რექტორის მიერ დამტკიცებული კომისია შერჩეულ კანდიდატს გამოავლენს 2018 წლის 24 ნოემბერს. 

კონკურსის შედეგი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2018 წლის 26 ნოემბერს.

გააზიარე გვერდი: