იტალიაში EU-სა და რომულო დელ ბიანკოს ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 22-26 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ევროპის უნივერსიტეტის წარმომდგენლების მოანწილეობით, რომულო დელ ბიანკოს ფონდში ჩატარდა ტრენინგი კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი. ასევე, განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის, სემინარები და საველე ვიზიტები.

ღონისძიების ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტსა და რომულო დელ ბიანკოს ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტების ჩართულობას Life Beyond Tourism Movement-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (სემინარები, Workshops, კონფერენციები, ტრენინგები და ა.შ).

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში,  ევროპის უნივერსიტეტი ხელს უწყობს მხარეებს შორის კვლევითი საქმიანობის განხორციელებას და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში.

  • ინფორმაციას ზემოაღნიშნული მემორანდუმის შესახებ ამ ბმულზე გაეცანით.
გააზიარე გვერდი: