ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

2018 წლის 26-27 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გივი ბედიანაშვილმა მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარადგინეს 120-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია. ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გივი ბედიანაშვილი აღნიშნულ კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით თემაზე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებისსისტემური კონცეფცია და სოციოკულტურული გამოწვევები.
 

გააზიარე გვერდი: