ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 28 ოქტომბერს,  ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაიმართა საერთაშორისო ტრენერის (აშშ), ჯუდით ელიოტის ტრენინგი როგორ ვასწავლოთ პროდუქტიული უნარ-ჩვევები? ღონისძიების მონაწილეებმა ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის სწავლების საკითხები და სტრატეგიები პრაქტიკულად განიხილეს.

ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტმა დააფინანსა და მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ფაკულტეტის ინგლისური ენის პედაგოგმა.

გააზიარე გვერდი: