ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და ვიცე-რექტორი სტუდენტებს შეხვდნენ

2018 წლის 10 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუდენტებმა გაიცნეს უნივერსიტეტის ახალ ვიცე-რექტორი - თამარ კერძაია, რომელმაც, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • სტუდენტური კონკურსის პირობები;
  • პრაქტიკის ცენტრების წარდგენა;
  • სტუდენტთა როლი უნივერსიტეტის ხარისხის ამაღლებაში;
  • სპორტული, კულტურული და სხვა სტუდენტური გუნდების წარდგენა;
  • სტუდენტური ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები;

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხების წინ წამოწევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების დასასრულს, დაისახა გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. 

გააზიარე გვერდი: