სამედიცინო კორპორაცია ევექსის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

2018 წლის 10 ოქტომბერს, შეხვედრის ფარგლებში, ევექსის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სტიპენდიის და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამების პირობები გააცნეს. სტუდენტებს პროგრამაში ადგილზე ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

2018 წლის 21 სექტემბერს, სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ამ უკანასკნელსა და  ევროპის უნივერსიტეტს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა, ასევე, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის სამედიცინო-პროფილაქტიკური მონიტორინგის სისტემის დანერგვა და შემდგომი განვითარება. 

გააზიარე გვერდი: