მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2018 წლის 10 ოქტომბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ინფორმირებულ და კანონიერ მიგრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვდრა გამართა. ღონისძიებაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: ტრეფიკინგი, საზღვარგარეთ სწავლა, შრომითი მიგრაცია, თავშესაფარი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება და რეინტეგრაცია, საქართველო და ევროკავშირი და სხვ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) აქტიური საინფორმაციო კამპანიის ინფორმირებული და კანონიერი მიგრაცია მხარდაჭერის მიზნით გაიმართა, თავად კამპანია კი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე გვერდი: