ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი განათლება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლექტორების / პროფესორ-მასწავლებლების ლექციებზე გამოცხადების, ლექციების დაწყებისა და დასრულების დროის აღრიცხვა, ლექტორთა დაგვიანების შემთხვევაში მათთან ოპერატიული კომუნიკაცია;
  • ლექტორის მიერ საკონსულტაციო საათების შესრულების აღრიცხვა;
  • აკადემიური პერსონალის მიერ ფაქტიურად ჩატარებული ან გაცდენილი ლექცია-სემინარების აღრიცხვის წარმოება;
  • ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების შესრულების ზედამხედველობა
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ტექნიკური მხარის მონიტორინგი - შეფერხების აღმოჩენის შემთვევაში შესაბამისი სამსახურის/პირის მყისიერი ინფორმირება;
  • სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების ადაპტირების ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტში მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ლექტორების, სტუდენტებისა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის ეფექტური გენერირებისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.

 

ზოგადი უნარები
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი.

 

სამართლებრივი აქტები
  • არ არის განსაზღვრული

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

 

სამუშაო პირობა
  •  სრული განაკვეთი.

 

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

 

გააზიარე გვერდი: