კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

2018 წლის 12 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტში კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, სამუელ ბერნალმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე "ბიზნეს სამართალი და სამედიცინო მომსახურების ბაზარი". ღონისძიების შემდეგ, თითოეულ სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი.სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-სსხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!