8 ივნისს ევროპის უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 8 ივნისს ევროპის უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დასაქმების პორტალი www.hr.ge-ის ორგანიზებით გაიმართება. ფორუმის ჩატარებამდე კი დასაქმების პორტალი კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დასაქმების ფორუმში ონლაინ რეჟიმშიც ჩაერთონ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:

  • შეავსონ CV ონლაინ
  • ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
  • გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
  • მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი

რეგისტრაციისთვის  გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi

დასაქმების ფორუმი 8 ივნისს ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე) გაიმართება. დამატებითი   კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.

 

გააზიარე გვერდი: