28 აპრილს ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტებმა უფასოდ ჩააბარეს NAEC-ის იმიტირებული გამოცდაში უნარებში

2018 წლის 28 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აბიტურიენტებმა უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა სრულიად უფასოდ მიიღეს. იმიტირებული გამოცდის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში შეემოწმებინათ, ტესტირების შედეგი კი ტესტირების დასრულებისთანავე ეცნობათ. ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

აბიტურიენტებს უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების საშუალებას ევროპის უნივერსიტეტი ივნისის თვეში კიდევ მისცემს. ამისთვის, თვალი უნდა ადევნოთ უნივერსიტეტის facebook გვერდსა და ვებსაიტს, სადაც სარეგისტრაციო ბმული გამოქვეყნდება. თქვენს გამოცდაში მონაწილეობას ევროპის უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს. 

იმიტირებული გამოცდა ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა (თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76) და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში (თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17) ორ სესიად გაიმართება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შესაბამისი დროისა და ლოკაციის შესახებ აბიტურიენტებს შეტყობინებებს გამოცდების ეროვნული ცენტრი თავად გაუგზავნის.

„სანდო თანამგზავრი“ პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ევროპის უნივერსიტეტის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის გასაგებად  მიჰყევით ამ ბმულს.

გააზიარე გვერდი: