სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში პირველად, ევროპის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

2017 წლის 16-20 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისოინსტიტუტს მასპინძლობდა, რომელიც საქართველოში გასვლითი ტურით პირველად იმყოფებოდა. ღონსძიების ფარგლებში, ევროპისუნივერსიტეტში საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე და საელჩოს კოოპერაციული ატაშეები, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე - ეკა ბესელია, საქართველოს ომბუდსმენის პირველი მოადგილე - ეკაკაციტაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისდეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები დაარასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იმყოფებოდნენ. პროგრამის მხარდამჭერები საქართველოში საფრანგეთის საელჩო დაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იყო.

კურსის ფარგლებში, ევროპიდან მოწვეული პროფესორები პროექტის მონაწილეებს ლექციებს ადამიანის უფლებების საერთაშორისოსამართლის მიმართულებით 5 დღის განმავლობაში უკითხავდნენ. მოწვეულ ლექტორებს შორის იყვნენ: რიკ ლევსონი - ლეიდენისუნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი (ჰოლანდია), ანტუანმადელენი - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისდირექტორი, ანტუან კაბორე - მანჩესტერის უნივერსიტეტი, ზუზანა კოვალოვა - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისექსპერტი.

პროექტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტმა, მათ შორის ევროპის უნივერსიტეტის, ჯიპას, შავიზღვისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა. გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატისწარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამართალმცოდნეებმა, როგორცსაქართველოდან, ისე საფრანგეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და სხვ. კურსის ბოლოს, პროექტის მონაწილეებს საბოლოოტესტირება ჩაუტარდათ და შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.  

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტისა და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული პროექტისგამარჯვებული თსუ-ს სტუდენტი, ესმა გუმბერიძე გახდა, რომელიც 2018 წელს სტრასბურგში ერთთვიან სალექციო კურსზეგაემგზავრება. ღონისძიების დასასრულს აღნიშნული ინსიტუტის წარმომადგენელმა - ელზა ზიმერმა, პროგრამის გამარჯვებულ - ესმა გუმბერიძესთან ერთად, საზეიმოდ გაჭრა ტორტი.

 


პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში

გააზიარე გვერდი: