„ევროპის უნივერსიტეტმა“ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტესთან“ მემორანდუმი გააფორმა

“ევროპის უნივერსიტეტსა“ და აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და „ლოიალტეს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი სამართლის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ადმინისტრირების, ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მხარეების მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

მხარეთა შორის თანამშრომლობა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდენ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება როგორც „ლოიალტეში“, ასევე მის შვილობილ კომპანიებშიც.

გააზიარე გვერდი:

Hello World!