სერტიფიცირებული ტრენინგ კურსი: „ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში“

5 და 6 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ კურსი - „ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში“.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთვრებულებისთვის.

კურსს გაუძღვებიან ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი და ამერიკელი ადვოკატი რობერტ ტრაჩმანი.

დრო: 5 და 6 დეკემბერი, 12:00 საათი

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი (ჯამში კურსის ხანგრძლივობა: 4 საათი)

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი (მის.: დ. გურამიშვილის გამზირი #76), ოთახი 506.

ტრენინგ კურსის გავლის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3Xiz40q 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 18:00 საათი

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, გაიცემა ტრენინგ კურსის წარმატებულად გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სამუშაო ენა: ინგლისური.

გააზიარე გვერდი: