II საერთაშორისო კონფერენციაზე “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ მოხსნებას ანასტასია ეკონომუ წაიკითხავს

მეორე საერთაშორისო კონფერენციის - "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია მორიგი მთავარი მომხსენებელი ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ოფიცერი ანასტასია ეკონომუ იქნება.

მომხსენებელი ისაუბრებს თემაზე: SELFIEforTEACHERS: თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდასაჭერად“.

ანასტასია ეკონომუ არის ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ოფიცერი. ის ხელმძღვანელობს SELFIEforTEACHERS-ს, თვითრეფლექსიის ინსტრუმენტს, რომელიც ეფუძნება პედაგოგთა ციფრული კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოსა და DigCompEdu პროექტს.

ანასტასია ეკონომუ ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

ანასტასია ეკონომუ ფლობს ბაკალავრის ხარისხს განათლებაში (BSc) (ბოსტონის უნივერსიტეტი, აშშ) და მაგისტრის ხარისხს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში (არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ). ის ასევე ფლობს MBA ხარისხს (კვიპროსის უნივერსიტეტი).

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაციისთვის საჭიროა აბსტრაქტის წარმოდგენა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/3Dq5c92

კონფერენციის შესახებ: https://iceti.eu.edu.ge/

 

გააზიარე გვერდი: