ევროპის უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

1 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლებრივი დახმარების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები: დისკრიმინაციის აკრძალვა და არაფორმალური დასაქმება“. შეხვედრის მიზანს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

შეხვედრას გაუძღვებიან:

  • რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმდჯომარის მოადგილე
  • თამარ გაბისონია, მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და აზიაში
  • თამარ სურმავა, პროფკავშირების გაერთიანები იურისტი

შეხვედრის დეტალური განრიგი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

მიუხედავად შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, დასაქმებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილზე იმპლემენტირება  დღემდე უდიდეს გამოწვევად რჩება.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობა არაფორმალური დასაქმების პირობებში კიდევ უფრო მძიმეა. ოჯახში დასაქმებულები, რომელთა უდიდეს ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მოქმედი შრომითი რეგულაციების მიღმა არიან დარჩენილები. შეხვედრის თემატიკა სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EMWI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

აღნიშნული შეხვედრა ტარდება პროექტის - სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად - ფარგლებში.

თარიღი და დრო:1 დეკემბერი, 15:00 საათი

მისამართი: დ. გურამიშვილის გამზირი #76, ოთახი 506

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: