ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა და ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,იბერიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 8 აპრილს ევროპის უნივესიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა და ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,იბერიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტთა თეორიული, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის პროექტებს, პროფესიულ პრაქტიკასა და სტაჟირებას. მოაწყობენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, ტრეინინგებს და სემინარებს. მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო პროექტებსა და სხვა აქტიბვობებში ჩართვას შეუწყობს ხელს. ეს თანამშრომლობა წინაპირობაა ევროპის უნივერსიტეტსა და ესპანეთში არსებულ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთობებისა.
 

გააზიარე გვერდი: