ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი საერთაშორისო ბანაკში

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტმა, ქეთი ხითარიშვილმა წარმატებით დაასრულა 3 დღიანი საერთაშორისო ტრენინგი "ქართული და უკრაინული ეკოსისტემები", რომელიც "ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის" მიერ 2019 წლის 5-7 აპრილს წყნეთში მოეწყო.
ბანაკის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მოქმედი წარმატებული სტარტაპერები.
ვორქშოფების დროს სტუდენტებმა ტრენერებთან ერთად გაიარეს საკითხები,  როგორ შეუძლიათ საკუთარი წარმატებული იდეების ჩამოყალიბება, დახვეწა და საქართველოსა და უკრაინაში მათი განხორციელება.  თითოეული გამომსვლელის პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილე სტუდენტები ჯგუფური ვორქშოპების სახით უკვე პრაქტიკულად ამუშავებდნენ მიღებულ ინფორმაციას, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და გლობალურ კონტექსტში ქმნიდნენ სხვადასხვა სახის სტარტაპ იდეებს.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო(GITA), TecHub, ბიზნეს აქსელატორი სპარკი, Reserch and Innovation HUB.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ესტუმრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სადაც საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ბიზნეს იდეების განხორციელებისა და დაფინანსების მოდელების შესახებ.
 

გააზიარე გვერდი: