სამაგისტრო პროგრამები

როგორ გავხდე ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი?
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავთ  კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ ზღვარს და წარმატებით გაივლით  ევროპის უნივერსიტეტის შიდა გამოცდას/გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში, მოიპოვებთ  ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის სტატუსს.

 

როდის შემიძლია შიდა გამოცდების ჩაბარებისათვის რეგისტრაციის გავლა?
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩასაბარებლად, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ჩვენ მიერ დადგენილი ვადების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღისა.
 
რა საბუთები უნდა წარმოვადგინო რეგისტრაციის ეტაპზე?
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • საგამოცდო ბარათის ასლი
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

კონკრეტულად რა ეტაპები უნდა გავიარო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად?
  • საერთო სამაგისტრო გამოცდაზე B ტიპის ტესტი უნდა გქონდეთ ჩაბარებული.
  • უნდა ჩააბაროთ ევროპის უნივერსიტეტის შიდა გამოცდას სპეციალობასა და ინგლისურ ენაში. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, აღნიშნულ გამოცდას არ ჩააბარეთ.
 
კონკრეტულად რა ეტაპები უნდა გავიარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად?
  • უნდა გქონდეთ არანაკლებ სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია.
  • საერთო სამაგისტრო გამოცდაზე C ტიპის ტესტი უნდა გქონდეთ ჩაბარებული.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა იმ სპეციალობაში უნდა ჩააბაროთ, რომლის არჩევასაც აპირებთ: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი ან ადმინისტრაციული სამართალი.
  • უცხო ენის გამოცდას ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაში ჩააბარებთ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, აღნიშნულ გამოცდას არ ჩააბარებთ.
რამდენია მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის საფასური?
  • 2 500 ლარი, რომელსაც ოთხ ნაწილად იხდით.
როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?

სწავლის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ. საიდენტიფიკაციო მონაცემები:

  • შპს ევროპის უნივერსიტეტი
  • ს/კ 201 954 956

საქართველოს ბანკი:

  • GE87BG0000000347729500
  • ბანკის კოდი: BAGAGE22

თიბისი ბანკი:

  • GE44TB7819636020100003
  • ბანკის კოდი: TBCBGE22

სწავლის საფასურის გადახდა თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატითაც შეგიძლიათ.

გააზიარე გვერდი: