საბიბლიოთეკო მომსახურება

იმისათის რომ შეძლოთ ბიბლიოთეკით სარგებლობა, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის სავალდებულოა მკითხვლმა პირადად მიაკითხოს ბიბლიოთეკას და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ბარათი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბიბლითეკარი ვალდებულია მკითხველს გაუწიოს დახმარება და კონსულტაცია მისთვის საჭირო სასწავლო მასალასთან და საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით - აუხსნას და აჩვენოს მაგალითი ელექტრონული კატალოგის გამოყენების შესახებ, საბიბლიოთეკო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ; აუხსნას წიგნების გაცემის პროცედურები, თუ რა წიგნის გატანა შეუძლია მკითველს ბიბლიოთეკიდან, რამდენი ხნით, სად შეუძლია გაიტანოს; თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტში მისვლის გარეშე მიიღოს სასურველი ინფორმაცია ბიბლიოთეკაში წიგნების არსებობის შესახებ; ასევე შეუძლია თუ არა ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მიიღოს ისეთი წიგნი, რომელიც ჩენს ბიბლითეკაში არ მოიპოვება.

გააზიარე გვერდი: