ბიბლიოთეკათშორისი სერვისი

ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობა :

ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სხვა ბიბლიოთეკებიდან დროებით ისეთი კოლექციებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ მოიპოვებამკითხველს შესაძლებლობა აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისით ისარგებლოს მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში მისთვის სასურველი ლიტერატურა არ არის ხელმისაწვდომიბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის მკითხველი წიგნის შეკვეთის განაცხადს აგზავნის ელექტრონული ფოსტით ბიბლიოთეკის საფოსტო მისამართზე library@eu.edu.ge.


სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოწერილი წიგნებით ისარგებლონ მხოლოდ ადგილზე, სამკითხველო დარბაზშიმკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 2 წიგნისამკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას იღებს ელ. ფოსტით  3 სამუშაო დღის ვადაშიმკითხველისთვის გამოწერილი ლიტერატურა ინახება ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზეlibrary@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: