ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ზოგადი  წესები

  • ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია, როგორც, ბეჭდური მასალით, ასევე ციფრული ერთეულებით.
  • ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. დასვენების დღეკვირა.
  • ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

მკითხველთა რეგისტრაცია

  • ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა სტუდენტს, დასაქმებულ პერსონალს, სხვა პირებს, თუ ისინი სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობენ დაწესებულებაში რაიმე საგანმნათლებლო, სასწავლო პროგრამი/კურსის ორგანიზებაში/გავლაში.
  • მკითხველი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია;
  • რეგისტრაციისათვის საჭიროა სტუდენტის (თანამშრომლის/პირის) პირადობის მოწმობა და ევროპის უნივერსიტეტის ბარათი, რის საფუძველზეც ხდება მკითხველის პირადი ბარათის შევსება, ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი საბიბლიოთეკო მომსახურებით.

მკითხველის უფლებები

მკითხველს უფლება აქვს:

  • შეუზღუდავად ისარგელოს ბიბლიოთეკინებისმიერი მომსახურებით, მათ შორის ელექტრონულ  მატარებელზე არსებული რესურსით, ამობეჭდოს ელექტრონული წიგნებიდან სასურველი ინფორმაცია ბიბლიოთეკის სამკითხველოს მუშაობის საათებში;
  • მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა საბიბლიოთეკო მასალ სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ან სამკითხველო დარბაზიდან გატანის უფლებით;
  • სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო მასალის გატანაზე ნებართვ დასაშვებია ბიბლიოთეკარის გადაწყვეტილებით, თუ ბიბლიოთეკის ფონდში მკითხველისათვის დროებით სარგებლობაში გადასაცემი ერთეულის ეგზემპლარების რაოდენობა ორზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობა დაიშვება მხოლოდ სამკითხველო დარბაზებში. ორზე მეტი ეგზემპლარის შემთხვევაში, წიგნის გაცემის ვადა დამოკიდებულია წიგნის რაოდენობასა და მოთხოვნის სიხშირეზე, გასაცემი დღეების რაოდენობა განისაზღვრება 1-7 დღემდე, სახელმძღვანელოები, რომელთა რაოდენობა ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია 10 ერთეულზე მეტი რაოდენობით,  სტუდენტს შეუძლია გაიტანოს მთელი სემესტრით, მხატვრული ლიტერატურა გაიცემა 15 დღის ვადით. პერიოდული გამოცემებით, პრესით, ჟურნალებით, ენციკლოპედიებით, ლექსიკონებით და CD დისკებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.
  • მკითხველს უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით განსაზღვრული მისი უფლებების დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართოს დაწესებულების მართვის ორგანოებს, რაც განხილულ უნდა იქნას 2 კვირის ვადაში.

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები და მკითხველის ვალდებულებები

  • სამკითხველო დარბაზებში დაუშვებელია : მოწევა, ხმაური, საუბარი, მობილური ტელეფონის გამოყენება, სამკითხველო დარბაზებში განთავსებული კომპიუტერების გამოყენება გასართობი საიტებისთვის, ფილმების ყურება, აზარტული თამაშების თამაში, კომპიუტერების კონფიგურაციის შეცვლა. ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელს უფლება აქვს შენიშვნა მისცეს მკითხველს, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელს შეუძლია მკითხველისგან მოთხოვოს სამკითხველო დარბაზის დატოვება.

მკითხველი ვალდებულია:

  • გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი;
  • გაუფრთხილდეს წიგნებს, ბეჭდვით და სხვა ფონდიდან მიღებულ მასალას და ბიბლიოთეკის ქონებას;
  • საბიბლიოთეკო მასალის მიღების მომენტში დეფექტის აღმოჩენისას აცნობოს ამის შესახებ ბიბლიოთეკარს;
  • მასალის დაკარგვის  ან დაზიანების  შემთხვევაში ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების და შინაარსის გამოცემით ან გადაიხადოს წიგნის ღირებულების ორმაგი თანხა;
  • დროულად და ბიბლიოთეკის  მიერ დადგენილ ვადებში დააბრუნოს ბიბლიოთეკის ფონდიდან მიღებული გამოცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ბიბლიოთეკის მომსახურებით;
  • არ გააკეთოს ფონდებში დაცულ ერთეულებზე ჩანაწერები, არ ამოხიოს ფურცელი, არ გადაკეცოს, არ დააფორმატოს ან სხვაგვარად არ დააზიანოს ელექტრონულ მატარებლები;

დასკვნითი დებულებანი

  • მკითხველი ვალდებულია დაემორჩილოს ბიბლიოთეკაში მოქმედ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები.
  • ბიბლიოთეკისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • კატეგორიულად იკრძალება სამკითხველო დარბაზიდან მასალების გატანა ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე.​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გააზიარე გვერდი: