დეკანის მისალმება

მაქვს პატივი მოგესალმოთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით.

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე განათლება ხელს უწყობს ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანის ჩამოყალიბებას. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კიდევ ერთი კერაა საქართველოში, რომელიც ამ ორიენტირს განსაზღვრავს.

ფაკულტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მომავალ იურისტებს, დიპლომატებსა და ფსიქოლოგებს მისცეს, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა და ინფორმაცია, არამედ ჩამოუყალიბოს მა აუცილებელი უნარ-ჩვევები და გამბედაობა მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

ფაკულტეტზე სწავლების ხარისხი საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს სრულფასოვნად უპასუხონ. ფაკულტეტზე სწავლების პროცესსა და კვლევით საქმიანობას გამოცდილი მეცნიერებისაგან შემდგარი პროფესიონალთა გუნდი უძღვება. ისინი წარმოადგენენ, როგორც სამართლის აღიარებულ მეცნიერ-მკვლევრებს, ასევე არიან კანონშემოქმედნი, პრაქტიკოსი იურისტები და აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის სამართლებრივი განვითარების პროცესებში.

ფაკულტეტი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, სტუდენტებს სთავაზობს აშშ-დან და ევროპიდან მოწვეული დარგის სპეციალისტების სალექციო კურსებსა და სხვადასხვა მასტერკლასს. საუკეთესო სტუდენტებს კი შანსი აქვთ სტაჟირება აშშ-სა და ევროპაში გაიარონ.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა თქვენგან მოითხოვს ორგანიზებულობას, თავდაუზოგავ შრომასა და განუხრელ სწრაფვას სასურველი მიზნის მისაღწევად.

კეთილი იყოს თქვენს მიერ მომავალი კარიერის შექმნისათვის გადაგმული ეს უმნიშვნელოვანი ნაბიჯი.                                                                                                                                                                                                                     

იოსებ კელენჯერიძე

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი

 

გააზიარე გვერდი: