ფაკულტეტები

სამართალი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2014 წელს დაარსდა, ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებს. ფაკულტეტის მიზანია უზრუნველყოს მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება, რაც გულისხმობს სტუდენტების უზრუნველყოფას, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნით, ამასთან ზრუნავს სტუდენტს გამოუმუშაოს სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, სტუდენტები გადიან სამართლის კლინიკებს სასამართლოებსა და სახელმწიფო საჯარო სტრუქტურებში, მონაწილეობას იღებენ სტუდენტურ კონფერენციებსა და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უზრუნველყოფს არა მხოლოდ მაღალი დონის სწავლებას, არამედ ახორციელებს დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით მუშაობასაც. სწორედ ამიტომ, ფაკულტეტთან შექმნილია სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს - სამართალი და მსოფლიო.

ფაკულტეტი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო პროექტებს, იწვევს საერთაშორისო ექსპერტებს, მათი მონაწილეობით ატარებს მასტერკლასებსა და სასერტიფიკატო სასწავლო სემინარებს. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის მიზნით ევროპასა და აშშ-ში აგზავნის.

გააზიარე გვერდი: