უცხოელი პროფესორებისთვის

საერთაშორისო ვიზიტორის პროგრამა

საერთაშორისო ვიზიტორის პროგრამა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: უცხოელი პროფესორების მოწვევას მოკლევადიანი (3-7 დღიანი) და გრძელვადიანი (1-3 თვე) სასწავლო კურსების წასაკითხად და სამეცნიერო დიალოგს, სადაც მოკლე ვიზიტის განმავლობაში (3-5 დღე) წამყვანი უცხოელი მკვლევარები უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად წამყვან სამეცნიერო თემებს განიხილავენ.

გარდა ამისა, ევროპის უნივერსიტეტი ხელს ასევე შეუწყობს უცხოელ დოქტორანტებსა და პოსდოქტორანტებს კვლევითი და სასწავლო პროექტების განხორციელებაში.

 
საერთაშორისო ვიზიტორის კატეგორიები:
  • მოკლევადიანი (3-7 დღიანი) კურსების წამკითხველი ვიზიტორი
  • გრძელვადიანი (1-3 თვე) სასწავლო კურსის  წამკითხველი ვიზიტორი
  • დოქტურანტურის სტუდენტი, რომელსაც კვლევის წარმოება სურს ევროპის უნივერსიტეტში ადგილობრივ პროფესორთან შეთანხმებით
  • პოსტდოქტურანტურანტი, რომელსაც სწავლება ან/და კვლევის წარმოება სურს ევროპის უნივერსიტეტში
  • წამყვანი უცხოელი მკვლევარი

 

საერთაშორისო ვიზიტორის სერვისები

აუცილებელი საკითხები ჩამონათვალი:

  • გადაამოწმეთ ვიზის საკითხი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საცხოვრებელი
  • გადაამოწმეთ ბინადრობის საკითხი
  • გადააწმეთ მართვის მოწმობის საკითხი, თუ გსურთ მანქანის მართვა საქართველოში

მნიშვნელოვანი დოკუმენტები:

  • პასპორტი
  • საკრედიტო/სადებეტო ბარათი
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ (სამუშაო ადგილი,პოზიცია; დოქტურანტურის სტუდენტების შემთხვევაში ცნობა სტატუსის,ნაშრომის შესახებ, ასევე ხელმძღვანელის რეკომენდაცია; პოსტდოქტორანტის შემთხვევაში, ცნობა ნაშრომის დაცვისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ)
  • ევროპის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტიდან ან აკადემიური პერსონალიდან მოწვევის წერილი
  • დაზღვევა

ვიზის სერვისი

ვიზასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ:

აეროპორტში დახვედრა

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ აეროპორტში დახვედრას.

დაზღვევა

დაზღვევასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ: საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია

განთავსება

ევროპის უნივერსიტეტი დაეხმარება საერთაშორისო ვიზიტორებს ჩვენს პარტნიორ საშუამავლო ფირმებთან კომუნიკაციაში.

ჩვენი პარტნიორი სასტუმროები:

​​​​​​​გარდა ამისა, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ შემდეგ ვებსაიტებს:

გააზიარე გვერდი: