დაფინანსება და შეღავათები

ამ ეტაპზე, ფინანსური შეღავათების მიღების მიზნით, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სოციალური პროგრამებით:

  • ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2015 წლიდან, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე, სწავლის წლიური გადასახადი 20%-ით შეუმცირდებათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.
  • 2018 წელს ევროპის უნივერსიტეტსა და  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფმორმებული მემორანდუმის თანახმად, ევროპის უნივერსიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლის მიერ გამოვლენილ საუკეთესო აბიტურიენტს სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში დაუფარავს.
  • 2017-2018 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 2 520 000 ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაკალავრების დაფინანსების შესახებ იხილეთ აქ, მაგისტრანტებისათვის - აქ.
  • სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, თბილისის მერია განცხადებების მიღებას ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში აცხადებს. აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია აქ.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული წესი მტკიცდება ყოველწლიურად და შესაბამისი სასწავლო წლისათვის განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ მოცულობებს, ოდენობებსა და პროგრამულ დაფინანსებას.
გააზიარე გვერდი: