ფაკულტეტები

მედიცინა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში სამედიცინო განათლების მიღების მსურველ უცხოელ სტუდენტთა შორის. ამჟამად, ფაკულტეტი ქართულ და ინგლისურ ენებზე დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მხოლოდ ინგლისურ ენაზე კი - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას. ფაკულტეტზე სწავლობენ საქართველოს, ინდოეთისთურქეთის, ეგვიპტისა და ირანის მოქალაქეები.  

ამ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტები თეორიულად მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად ეუფლებიან. უახლოეს მომავალაში საკუთარი კლინიკის აშენებასაც ვგეგემავთ. უნივერსიტეტის წარმომადგენლობა მუდმივად ესწრება უცხოეთში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებს, ამყარებს ახალ კავშირებს ევროპისა და აზიის წამვან უნივერსიტეტებთან

2017 წელს ევროპის უნივერსიტეტმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახალი შენობა შეიძინა, რომლიც უკვე აღიჭურვა სამედიცინო ინვენტარით. ამავე წლის ოქტომბერში, ევროპის უნივერსიტეტმა ორგანიზაციაTrapezium Education Network-თან ექსკლუზიური ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მედიცინის ფაკულტეტის ინდოელ სტუდენტებს MCI-ის (Medical Council of India) საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ევროპის უნივერსიტეტში მოწვეული ინდოელი ლექტორები მოამზადებენ.

აღნიშნულის შესაძლებლობას ნებისმიერი უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს საქართველოში მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტი აძლევს. ამასთან, უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სპეციალური სააგენტოს მომსახურებას, რომელიც მათ დაბინავების, კვებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ეხმარება.

ფაკულტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთშორისო ტრენინგსა და კონფერენციაში. ფაკულტეტს აქვს კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სიმსივნის, კარდიოვასკულარული დაავადებებისა და ინოვაციური მედიცინის კვლევებზე მუშაობს. გარდა ამისა, ფაკულტეტი გამოსცემს The Journal of Medicine, Pharmacy and Life Sciences. მედიცინის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქიმიის, ჰისტოლოგიისა და ზოგადი სასწავლო ლაბორატორიები.

 

საგანმანათლებლო პროგრამები

გააზიარე გვერდი: